employer.ge logo

ბიზნეს სექტორის შეხვედრა პოლიტიკურ ცენტრ "გირჩთან"

date2016-07-13

დასრულებული


2016 წლის 13 ივლისს, ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ორგანიზებით ბიზნეს სექტორი პოლიტიკურ ცენტრ „გირჩის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში ეკონომიკური ხედვის გაცნობა ბიზნესმენებისთვის. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ადგილობრივი წარმოების როლი და ადგილი, საგადასახადო და საკანონმდებლო ინიციატივები და მათი განხორციელების გზები.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, რამაც საშუალება მისცა ბიზნეს სექტორს პასუხი მიეღოთ მათთვის საინტერესო ნებისმიერ შეკითხვაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და მწარმოებელთა ფედერაცია სამომავლოდ გეგმავენ მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას სხვა დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიებთან მათი ეკონომიკური პროგრამების გაცნობის მიზნით.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...